
5 ყველაზე შთამბეჭდავი ისტორიული სერიალი
25-03-2019, 21:43
326
ისტორიული ჟანრი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია კინოში. უამრავი ფილმი თუ სერიალი გვახსოვს, რომელმაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ზოგიერთი შედარებით ზუსტად ასახავდა რეალურ მოვლენებს, ზოგი ამ მოვლენების კვლევას ან ინტერპრეტაციას ცდილობდა, ზოგში კი დიდი დოზით შევიდა კინო. გთავაზობთ 5 ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიულ სერიალს:
მე-15 საუკუნე. ფლორენცია. ოჯახის საქმეს სათავეში კოზიმო დი მედიჩი უდგება. ესაა ისტორია იტალიელი ბანკირების საგვარეულოზე, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაზე. სერიალი აღწერს როგორც ოჯახის, ასევე ქალაქის ყოფას. მხატვრობა, კოსტიუმები და სამსახიობო შესრულება კი, უბრალოდ, დაუვიწყარია.
ისინი იტალიური მაფიის წინამორბედებად არიან მიჩნეულნი და ზოგჯერ ისტორიის პირველ კრიმინალურ ოჯახადაც მოიხსენიებენ. იტალიელ დიდგვაროვანთა ოჯახი, რომლის მეთაურიც – როდრიგო ბორჯია მოგვიანებით რომის პაპი გახდა, სისასტიკითა და გარყვნილებით იყო ცნობილი. ინტრიგები, სკანდალები, ინცესტი – სერიალი ბორჯიების ცხოვრებას შეულამაზებლად აცოცხლებს.
ამერიკული სატელევიზიო დრამა მოგვითხრობს ვენეციელი მოგზაურის, მარკო პოლოს ადრეულ წლებს და მის ურთიერთობას ყუბილაი-ყაენთან. ესაა სიხარბით, ღალატითა და სექსუალური ინტრიგებით სავსე სამყარო… სერიალი Netflix-ზე 2014 წელს დაიწყო და ორ ათ-ეპიზოდიან სეზონს აერთიანებს.

სკანდინავიური ლეგენდების მიხედვით, ის ომის ღმერთის პირდაპირი შთამომავალია. რაგნარი სათავეში უდგება აჯანყებას, რათა ვიკინგების მეფე გახდეს. სერიალის ბრუტალური და მისტიკური სამყარო მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიკინგები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული შოუა, რომელსაც ფანების უზარმაზარი არმია ჰყავს.
ექსცენტრული გენიოსი, რომელიც საკუთარ დემონებსა და ფანტაზიებს ებრძვის… სერიალი აღწერს ლეონარდო და ვინჩის ახალგაზრდობის წლებს ფლორენციაში, როდესაც ის მეოცნებე ხელოვანი და გამომგონებელი იყო, მომავლის შეცვლას რომ ცდილობდა. სერიალის შემქმნელი დევიდ ს. გოიერია, მთავარ როლს კი ტომ რაილიასრულებს.
მედიჩი: ფლორენციის მბრძანებლები

ბორჯიების ოჯახი

მარკო პოლო

ვიკინგები

სკანდინავიური ლეგენდების მიხედვით, ის ომის ღმერთის პირდაპირი შთამომავალია. რაგნარი სათავეში უდგება აჯანყებას, რათა ვიკინგების მეფე გახდეს. სერიალის ბრუტალური და მისტიკური სამყარო მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ვიკინგები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული შოუა, რომელსაც ფანების უზარმაზარი არმია ჰყავს.
და ვინჩის დემონები
