ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინსოლსის ურთიერთობაზე ჰოლივუდში ღელავენ

ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინსოლსის ურთიერთობაზე ჰოლივუდში ღელავენ

26-11-2018, 22:23 0
უკვე დიდი ხანია, რაც ჰოლივუდში მითქმა–მოთქმა არ წყდება. მიზეზი კი ისაა, რომ ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინების შემდეგ ჰოლივუდის პირველ წყვილად მიიჩნევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბლეიკმა ინსტაგრამზე საკუთარ ქმარს გამოწერა გაუუქმა და მეტიც, ქსელში ყველა ფოტო წაშალა! ამან ფანები ძალიან ააღელვა:

If Blake lively and Ryan Reynolds are separated then I am blocking every single guy in my phone and social media bc I will lose faith in “love”


121 · Lafayette, IN

41 people are talking about this

თუ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი შორდებიან, მე დავბლოკავ ყველა ბიჭს ჩემს მობილურსა და სოციალურ მედიაში, რადგან სიყვარულის მიმართ რწმენას დავკარგავ” – წერს ერთ–ერთი ფანი.
თუმცა, უკვე ყველაფერი გაირკვა და ფანების ნერვიულობისა და ღელვის მიზეზი “მარტივი თხოვნა / A Simple Favor” აღმოჩნდა.
ლაივლიმ ეს ფოტო საკუთარ ტვიტერზე გამოაქვეყნა:
თუ ასოებს სწორად შეარჩევთ, თქვენ გამოგივათ წინადადება “რა შეემთხვა ემილის (what happened to emily)“.
ასევე ზუსტად ეს სიტყვები უწერია ბლეიკს ინსტაგრამის “ბიოგრაფიაში”. ფანებმა აღმოაჩინეს კიდევ ერთი მახასიათებელი, მსახიობი ინსტაგრამზე მხოლოდ და მხოლოდ ქალებს “აფოლოუებს”, მხოლოდ იმ ქალებს, ვისაც ემილი ნელსონი ჰქვიათ:

I’m so confused why is Blake Lively’s entire Instagram deleted and now she only follows girls named Emily Nelson


166 · New York, USA

64 people are talking about this

საქმე ისაა, რომ ლაივლი ახალ ფილმში მონაწილეობს, რომელსაც “მარტივი თხოვნა / A Simple Favor” ჰქვია. ის თამაშობს ქალს, რომელიც ერთ დღესაც უცნაურად ქრება, მისი მეგობარი სტეფანი ამის გამოძიებას ცდილობს და შოკისმომგვრელ საიდუმლოებებამდე მიდის.
როგორც აღმოჩნდა, ეს ერთ–ერთი მარკეტინგული ხრიკია და რაიანისა და ბლეიკის ოჯახური იდილია ისევ ისე გრძელდება, როგორც აქამდე.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно