46-წლის ქეით ბეკინსეილს 22-წლის მომღერალთან რომანი აქვს

46-წლის ქეით ბეკინსეილს 22-წლის მომღერალთან რომანი აქვს

21-04-2020, 10:56 195
46-წლის ქეით ბეკინსეილს 22-წლის მუსიკოს ჰუდი გრეისთან რომანი აქვს. გასულ კვირას პაპარაცებმა წყვილი ბრენტვუდში, კალიფორნიის შტატში სეირნობისას შეამჩნიეს. შეყვარებულები აშკარად ბედნიერები იყვნენ.

როგორც ჩანს ქეითი და ჰუდი ერთმანეთს უკვე რამდენიმე თვეა რაც ხვდებიან. ისინი ერთად აპრილის დასაწყისში და იანვარში შეამჩნიეს, ამის გარდა ბეკინსეილი გრეისის Instagram-გვერდზე თბილ კომენტარებს ტოვებს.

ვიღაცეებისთვის 23-წლიანი სხვაობა შესაძლებელია დიდი იყოს, მაგრამ მსახიობი თავისზე უმცროს პარტნიორს პირველად არ ირჩევს. 2017 წელს ქეითს დამწყებ მსახიობთან - 21 წლის მეთ რაიფთან ჰქონდა რომანი, ხოლო გასულ წელს კი 26 წლის კომიკოს პიტ დევიდსონს ხვდებოდა. საინტერესოა, რომ ის ჰუდის კარგად იცნობს.

შეგახსენებთ, რომ 2003 წლამდე ბეკინსეილი მსახიობ მაიკლ შინზე იყო დაქორწინებული, ხოლო 2004 წელს კი რეჟისორ ლენ უაიზმენზე იქორწინა. წყვილი ერთმანეთს 2015 წლის ნოემბერში დასცილდა.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно