კორონა ვირუსი: ყველა ფილმი, სერიალი, თუ TV შოუ, რომლის გადაღებებიც ეპიდემიის გამო შეჩერდა/გადაიდო

კორონა ვირუსი: ყველა ფილმი, სერიალი, თუ TV შოუ, რომლის გადაღებებიც ეპიდემიის გამო შეჩერდა/გადაიდო

17-03-2020, 13:51 519
დედამიწაზე აღარ დარჩა ადამიანი, რომელმაც შეიძლება არ იცოდეს, „უხანის ვირუსის“ შესახებ, რომელიც კორონავირუსის ახალი ტიპს წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაზიამ 9 იანვარს პირველად გააკეთა განცხადება ახალი და მომაკვდინებელი ვირუსის შესახებ, რასაც უკვე მოგვიანებით 11 იანვარს პირველი მსხვერპლიც მოჰყვა. მას შემდეგ ეპიდემია გეომეტრიული სიდიდით იზრდება. ჩინეთის 4 მილონიანი ქალაქი სრულიად იზოლირებულია გარე სამყაროსგან და მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. მსგავსი ეპიდემიური აფეთქება ფიქსირდება ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ასევე მკაცრი კარანტინია. ზოგადად ვირუსმა ყველა ქვეყანაში შეაღწია, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა. გაჩერებულია საწარმოები, არ მუშაობს მაღაზიები, ადმინისტრაციული ორგანოები მაქსიმალურად დატვირთულად მუშაობენ. ერთი სიტყვით პანდემიამ გამოიწვია სრულიად სამყაროს პარალიზება.

იმის გათვალისწინებით, რომ „კორონა ვირუსის“ გავრცელება, ძირითადად ხალხმრავალ ადგილებში ბევრად მარტივად ხორციელდება, ყველა ის სფერო, სადაც ადამიანებს მჭიდროდ უწევდათ ერთმანეთთან მუშაობა ..

ხსენებული მიზეზით ჰოლივუდშიც მიიღეს შესაბამისი ზომები და საკმაოდ ბევრი ფილმის, სერიალის, თუ TV შოუს გადაღებები გადადეს. მიმდინარე ეტაპზე გვინდა წარმოგდიგინოთ იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლის გადაღებებიც „კორონამ“ „იმსხვერპლა“:

The Falcon and the Winter Soldier


იმის გათვალისწინებით, რომ ზემოხსენებული სერიალის გადაღებები პრაღაში მიმდინარეობა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, დაკეტა საგანმანათლებლო დაწესებულებები და შეაჩერა ტურისტების ნაკადი, დისნეიმ გადამღები ჯგუფი უკან ატლანტაში გაიწვია. მიმდინარე ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაგრძელდება გადადღებები და მოესწრება თუ არა პროექტის დასრულება აგვისტოს თვის პრემიერისათვის.

„MGM“, „Universal“, და „Bond„

ყველაზე ცნობილი ჯაშუშის, ქალთა გულისმპყრობელის, „აგენტი 007“-სა და უბრალოდ „ბონდის“ „ჯეიმს ბონდის“ შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერა, რომელიც აპრილის თვეში იყო დაგეგმილი ნოემბრის 25 რიცხვამდე გადაიდო. ასევე, ფილმის პრემიერა, რომელიც ჩინეთში იყო დაგეგმილი თავისთავად გაუქმდა.

„Paramount Pictures“ და „Mission Impossible“

როგორ ცნობილია, „კორონა ვირუსის“ აფეთქბა ჩინეთიდან, კერძოდ კი უხანიდან დაიწყო. კომუნისტური პარტიის მიერ მართული  ქვეყნის შემდეგ, ყველაზე მეტი ინფიცირებული იტალიაში აღმოჩნდა, შესაბამისად 27 თებერვალს „პარამაუნტმა“ „Mission Impossible“-ის კინოფრანჩიზის მორიგი სურათის გადაღებები, რომელიც ვენეციაში მიმდინარეობდა განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა. 

Mulan

მულანის მსოფლიო პრემიერა 28 მარტს არის დაგეგმილი, თუმცა ბობ აგიერმა, რომელიც „დისნეის“ აღმასრულებელი დირექტორია განაცხადა, რომ მხატრვრული ფილმის პრემიერა ჩინეთში არ შედგება, რადგან ყველა კინოთეატრი იმ პერიოდისათვის დაკეტილი იქნება. 

Peter Rabbit 2

„Sony“-მ საოჯახო კომედიის 3 აპრილის პრემიერა 5 თვით გადაწია, რაც იმას ნიშნავს, რომ კურდღლების ოჯახის ნახვა შტატებში აგვისტოს თვეში იქნება შესაძლებელი.

Quibi

„Quibi“ ახალი სამაუწყებლო სერვისია, რომელმაც 5 აპრილის „წითელი ხალიჩის“ პრემიერა, განუსაზღვრელი  ვადით გადაწია, თუმცა მომდევნო დღეს (6 აპრილს) კომპანია მაინც გაუშვებს ლაივში საკუთარ სერვისს. 

„Wheel of Fortune” და „Jeopardy”

ისეთი ცნობილი გადაცემების გაშუქება, როგორიცაა „Wheel of Fortune” და „Jeopardy” კვლავ გაგრძელდება, თუმცა უკვე დამსწრე მაყურებლის გარეშე. ხსენებული გადაცემების გადაღებები „სონის“ სტუდიაში მიმდინარეობს და ამ ეტაპზე უცნობია თუ რა პერიოდით იქნება აკრძალვა მაყურებელთა დასწრების შესახებ. 

The American Film Institute

სახელგანთქმულმა ინსტიტუტმა, საკუთარი ყოველწლიური 48-ე „AFI Life Achievement Award Tribute to Julie Andrews“ ღონისძიება, რომელიც 25 აპრილს უნდა ჩატარებულიყო ზაფხულისაათვის გადადო.

Apple, Amazon, Netflix

„SXSW Film Festival“-ს არ ეშინoდა „კორონა ვირუსის“ და დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ გეგმავდა, თუმცა ისეთი ცნობილი სამაუწყებლო ქომპანიები, როგორიცაა „Apple“, „Amazon“ და „Netflix“, რომლებიც საკუთარი სერვისების პრომოუშენის მიზნით ესწრებოდნენ ღონისძიებას უარი განაცხადეს მონაწილეობის მიღებაზე. შემდეგ თავად ქალაქმა, ოსტინმა, მოითხოვა ღონისძიების გაუქმება და საბოლოოდ ასეც მოხდა.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно