კორონავირუსის გამო "მხედვარის" მეორე სეზონის გადაღებები NETFLIX-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის გამო "მხედვარის" მეორე სეზონის გადაღებები NETFLIX-მაც შეწყვიტა

17-03-2020, 12:35 204
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში და კანადაში მსხვილმა სტუდიებმა გადაღებები შეწყვიტეს Netflix გვარწმუნებდა, რომ არ აპირებდა "მხედვარზე" მუშაობს შეწყვეტას, თუმცა როგორც ჩანს სტრიმინგ-სერვისმა გადაწყვეტილება შეცვალა.

გადაღებები ევროპაში მიმდინარეობდა, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო. Redanian Intelligence წერს, რომ შესვენება ორი კვირით გაგრძელდება, თუმცა ყველაფერი სიტუაციაზეა დამოკიდებული.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ გადაღებები მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო და სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 2021 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა ახლა ალბათ ეს ყველაფერი შეიცვლება.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно