5 ისტორიული პიროვნება, რომელიც ,,სამეფო კარის თამაშების“ ავტორის ინსპირაცია გახდა

5 ისტორიული პიროვნება, რომელიც ,,სამეფო კარის თამაშების“ ავტორის ინსპირაცია გახდა

16-04-2019, 10:47 257
,,სამეფო კარის თამაშები” მაყურებელმა პირველად 2011 წელს იხილა. 2019 წლის 14 აპრილს კი სერიალის მე-8 სეზონის მსოფლიო პრემიერა (ინგლისურ ენაზე) შედგება. საზოგადოების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება და მოუთმენლობა იმატებს. იმისთვის, რომ თქვენი ,,შიმშილი” დროებით დავაცხროთ, გთავაზობვთ 5 ისტორიულ პერსონას, რომელიც ჯ. რ.რ მარტინის ინსპირაციის წყარო გახდა.

უილიამ დამპყრობელი

5 ისტორიული პიროვნება, რომელიც ,,სამეფო კარის თამაშების“ ავტორის ინსპირაცია გახდა

უილიამ დამპყრობელი 1066 წელს ინლისში შეიჭრა და მეფე ჰაროლდს გვირგვინი წაართვა. უილიამი რობერტ ნორმანდიელის არაკანონიერი შვილი იყო. მან გადაცურა ზღვა, რომ სამეფო ტახტი დაეკავებინა.

ატილა – ჰუნების წინამძღოლი

ხალ დროგო მარტინის მიერ ინტერპრეტირებული ატილაა, რომელმან მონღოლეთი დროებით დატოვა და თავისი ხალხი ცხენებით წაასხა მსოდლიოს დასაპყრობად. ატილამ ცოლად შეირთო სამეფო ოჯახის შვილი – ჰონორია, რომელსაც ძმის კლანჭებიდან სურდა თავის დახსნა. ჰონორიას ძმა რომის იმპერატორი, ვალენტინ III იყო.

კლეოპატრა

დეინერისის და ჯონ სნოუს ინცესტურმა კავშირმა გაგაოცათ? სულ ტყუილად. ინცესტი მისაღები იყო უძველეს ეგვიპტეში, რომ ,,წმინდა სისხლი” შენარჩუნებულიყო. კლეოპატრას მშობლებს ინცესტური კავშირი ჰქონდათ. ასევე, თავად კლეოპატრა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, საკუთარ ძმას გაჰყვა ცოლად. მაგრამ მაშინ, როცა კლეოპატრას დედმამიშვილიც დაეღუპა, თავად აიღო ხელში ეგვიპტის სადავეები და საკმაოდ მკაცრად მართავდა ქვეყანას. ვიმედოვნოთ, რომ დეინერისიც კლეოპატრასავით არ დაასრულებს სიცოცხლეს.

უილიამ მეორე

რობერტ ბარათეონისა არ იყოს, უილიამ მეორესაც არ გაუმართლა შვილებში. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგი მმართველების შვილები სულაც არ ხდებიან მამის მსგავსი მეფეები. მეტიც, შესაძლოა მათი შვილები სულაც არ იყვნენ  ორივე – რობერტიცა და უილიამიც – ღალატით მოკლეს, ერთი მოწამლეს, მეორეს კი ისარი ესროლეს.

ენი & ჯორჯ ბოლეინები

ენი და ჯორჯ ბოლეინების ინცესტური კავშირი მარტინის მორიგი შთაგონების წყარო გახდა. მართალია, ენი ჰენრი მერვეს მეორე ცოლი იყო, მაგრამ ქალს ფიზიკური კავშირი არ გაუწყვეტია თავის ძმასთან. მათ რომანზე მთელი სამეფო ჭორაობდა. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მეფემ თავად გაუვრცელა დედოფალს ჭორები, რომ თავიდან მოეშორებინა.

წყარო www.townandcountrymag.com 
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно