5 მიზეზი, რომ სერიალ "პატარა კოცონებს" უყუროთ

5 მიზეზი, რომ სერიალ "პატარა კოცონებს" უყუროთ

5-05-2020, 07:27 272
სიუჟეტი
სერიალში სიუჟეტი ორი ოჯახის - უორენების და რიჩარდსონების გარშემო ვითარდება. უორენების ოჯახის უფორსი მარტოხელა-დედა მია უორენია, რომელიც პროფესიით მხატვარია. მისი ქალიშვილი პერლ უორენი ჯერ კიდევ მოზარდია და მისი ინტერესები დედის ინტერესებისგან სრულიად განსხვავდება. რიჩარდსონების ოჯახი კი ექვსი ადამიანისგან შედგება, მაგრამ მათ სახლში დრამა მეფობს. ერთ მშვენიერ დღესაც ორივე ოჯახი ერთმანეთს შეხვდება და კლასობრივი და რასობრივი პრობლემების გამო ქაოსი წარმოიქმნება. სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ არსებობს ცეცხლი, მაგრამ ასევე არსებობს ბნელი საიდუმლოებები და შეიძლება ამ საიდუმლოებებმა ერთ მშვენიერ დღესაც დაგწვან.


დეტალები
შოუ სხვადასხვა პერსონაჟების ისტორიებს მიყვება, როგორც წარსულის, ასევე აწმყოსი. წარსულის მსახიობები თავიანთი მომავლის კოლეგების არსს კარგად იჭერენ, რაც მაყურებლისთვის წარსულსა და აწმყოში გადასვლის მომენტს საერთოდ აქრობს. ამის გარდა სერიალში კარგად არის გადმოცემული 90-იანი წლების ნოსტალგია. ავტორები კარგად უმკლავდებიან არამხოლოდ იმ პერიოდის მოდის ფირზე აღბეჭდვას, არამედ ეპოქისაც - ავტომობილებიდან დაწყებული და სახლებით დამთავრებული ყველაფერი "90-იან წლებს" ყვირის.


რიზ უიზერსპუნი და ქერი ვაშინგტონი
სერიალის მთავარი ვარსკვლავები რიზ უიზერსპუნი და ქერი ვაშინგტონი არიან, რომლებიც შესაბამისად ელენა რიჩარდსონის და მია უორენის როლს ასრულებენ. ამის გარდა მათ სერიალის პროდიუსერის პოსტიც უკავიათ. უიზერსპუნი და ვაშინგტონი სერიალომანებს უკვე უნახავთ სხვა შოუებში, ჯერ მხოლოდ "სკანდალი" და "დილის შოუ" რად ღირს, თუმცა აქ ისინი სულ სხვა დონეზე არიან. წარმოუდგენელი სამსახიობო თამაში უკვე ფანტასტიკურ ისტორიას იღებს და კიდევ უფრო საინტერესოს და სანახობრივს ხდის. მოლოდინი, ემოციები და ამაღელვებელი სიუჟეტი გაიძულებენ აზრი შეიცვალოთ ზოგიერთ ადამიანზე, შვილების აღზრდაზე და პრივილეგიებზე.


შეფასებები
სერიალს 8 ქულა აქვს IMDb-ზე, რაც შეეხება RottenTomates-ზე პროფესიონალმა კრიტიკოსებმა მას 73% დაუწერეს, თუმცა ყველაზე საინტერესოა, რომ უბრალო მაყურებლებმა ამ აგრეგატორზე 63%-იანი შეფასება მისცეს სერიალს. ამით იმის თქმა გვინდა, რომ სერიალი მოეწონათ, როგორც პროფესიონალ კრიტიკოსებს, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ სერიალებში და ფილმებში დღეს არსებულ ტრენდებს, ასევე ჩვეულებრივ მაყურებლებსაც, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ რაღაც ახლით და საინტერესოთი გაერთონ. სერიალს გავლენიანი გამოცემები უკვე ჯილდოებსაც უწინასწარმეტყველებენ, ამიტომაც რვასერიანი სერიალის ხილვა ნამდვილად ღირს.


ავტორები
როგორც უკვე ზემოთ დავწერეთ "პატარა კოცონების" პროდიუსერები თვით რიზ უიზერსპუნი და ქერი ვქერი ვაშინგტონიაშინგტონი არიან, ხოლო იდეის ავტორი კი ლიზ ტაიგლაარი, რომლის შესახებაც შესაძლებელია სერიალომანებს ბევრი არაფერი სმენიათ, თუმცა ნამდვილად ექნებათ გაგონილი ისეთი პოპულარული შოუები სახელები როგორებიცაა "ნეშვილი", "ერთხელ ზღაპარში", "დილის შოუ" და სხვები, ის სწორედ ასეთი პოპულარული და მოთხოვნადი შოუების ერთ-ერთი თანაავტორია, რაც ეჭვს არ ბადებს იმაში, რომ "პატარა კოცონებიც" ნამდვილად საინტერესო და დამაინტრიგებელ პროექტს წარმოადგენს.
Прокомментировать
კოდის განახლება
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно